კომედი არხი LIVE

კონცეფცია

ტელეკომპანია “კომედი არხის“ კონცეფციას წარმოადგენს მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით და მაყურებლისათვის გასართობი თემატიკის კონტენტის, მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის გადაცემების შეთავაზება.

„კომედი არხი“ გადასცემს სხვადასხვა ჟანრის გადაცემებს, მათ შორის, კომედიურ, მუსიკალურ, სპორტულ, იუმორისტულ-ანალიტიკურ, შემეცნებით-გასართობ, საგანმანათლებლო, სატირის ჟანრის, საბავშვო, საოჯახო და სხვა სახის ფორმატისა და სარედაქციო დასაბუთების გადაცემებს საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის, სარედაქციო ინტერესებისა და პოლიტიკის ფარგლებში.

„კომედი არხის“ კონცეფცია ეფუძნება საკუთარი საქმიანობის მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებულობას, მაყურებლისათვის მედიის სფეროში ინოვაციური პროექტების შეთავაზებას.